გურამ საღარაძის დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გრძელდება

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გურამ საღარაძის დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით – ”და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე” გრძელდება. ექსპოზიციაზე გურამ საღარაძის სასცენო კოსტიუმები, აფიშები, პირადი ნივთები, ჯილდოები, სიგელები და როგორც შესრულებული როლებიდან, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ოთხმოცამდე ფოტოსურათია წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ გურამ საღარაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა 20 იანვარს, 15 საათზე გაიხსნა და იგი 3 თებერვლამდე გასტანს. გამოფენის გახსნამდე ხელოვნების სასახლის ”უკვდავთა ბაღში” იუბილის აღსანიშნავად მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ შესრულებული მსახიობის ბარელიეფი გაიხსნა. საიუბილეო ღონისძიების ავტორი მსახიობის ქალიშვილი მარინა საღარაძე იყო და მას კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, ქართული კულტურისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.1743149_695382120492953_1141785075_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები