ირაკლი სესიაშვილი: არასდროს გაგვიყალბებია არჩევნები და არც ვაპირებთ, პირიქით, არჩევნებს ჩავატარებთ მშვიდ გარემოში

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სტრატეგია მსხვერპლად წარმოჩენაა. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე დეპუტატი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარდება.​
„ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ თავისუფალ, მშვიდ გარემოში და დაინახავთ, როგორი მომზადებული იქნებიან მხოლოდ პროვოკაციებისთვის, რათა შემდეგ სალაპარაკო ჰქონდეთ, რომ არჩევნები გაყალბდა. ყველას ახსოვს, მათი მმართველობის დროს როგორ ტარდებოდა არჩევნები. ჩვენ დავამკვიდრეთ ჩვენი სტანდარტი, რომელიც არასდროს შეიცვლება. „ქართულ ოცნებას“ არასდროს გაუყალბებია არჩევნები და არც არავინ აპირებს გაყალბებას, პირიქით, არჩევნებს ჩავატარებთ მშვიდ გარემოში“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები