„ვეფხისტყაოსნის” ფილოსოფია – „ათონის დარბაზი“ ლევან გიგინეიშვილს უმასპინძლებს
23 ნოემბერს, 19:30 საათზე, „ათონის დარბაზი“ ფილოსოფოსსა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლევან გიგინეიშვილს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „ათონის დარბაზში“ გრძელდება ტრადიციული შეხვედრები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ფიგურებთან. ლევან გიგინეიშვილი წარდგება თემით – „ვეფხისტყაოსნის” ფილოსოფია“.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, სტუმარს საინტერესო კითხვები დაუსვას.
„ათონის დარბაზის“ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ფანასკერტელის ქუჩა №9 (ბახტრიონი, ჯვართამაღლების ტაძრის ეზო).