გრიგოლ ვაშაძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ამდენი ბავშვობაში, ცირკშიც არ მიცინია

„ამდენი ბავშვობაში ცირკშიც არ მიცინია“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.
„გუშინ შესანიშნავი ძილისპირული მოგვიწყო ე.წ. ქართულმა ოცნებამ. ამდენი ბავშვობაში ცირკში არ მიცინია. არ ვიცი, ამას ვინ ამონტაჟებს. ხმის მონტაჟის სპეციალური კურსები არსებობს, ჩაეწერეთ, რომ ქართველები სიცილით არ დახოცოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცნობისთვის, უკრაინულმა ვებგვერდმა zdes.com.ua-მ გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.
“შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა, ან დროზე დავამხოთ… უნდა გადავიყვანოთ რევოლუციურზე”,-ისმის ჩანაწერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები