ირაკლი კობახიძე: 90-იანი წლების დასაწყისშიც კი რუსეთი ასეთი წარმატებული არ ყოფილა საქართველოში როგორც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში

“ნაცმოძრაობის” მობრუნება რუსეთის ინტერესშია, რადგან არასდროს რუსეთი ისეთი წარმატებული არ ყოფილა საქართველოში, როგორც “ნაცმოძრაობის” და სააკაშვილის დროს,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” აგვისტოს ომის თემაზე პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აგორებულ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთელი უბედურება რაც დატრიალდა რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში, მოხდა სწორედ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში.
“სააკაშვილის დროს რა იყო შედეგი რუსეთის- სრულად ოკუპირებული ორი ისტორიული რეგიონი ჩვენი ქვეყნის, ასევე, წაღებული სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები.
მთელი უბედურება რაც დატრიალდა რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში, მოხდა სწორედ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში.
90-იანი წლების დასაწყისშიც კი რუსეთი ასეთი წარმატებული არ ყოფილა საქართველოში,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები