ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის მიმართ აგორებულ კამპანიაში, “ნაციონალური მოძრაობის” რუსული ინტერესი იკვეთება
ომი დაიწყო, რა თქმა უნდა რუსეთმა, რა თქმა უნდა, რუსეთი იყო აგრესორი, თუმცა ის რაც გააკეთა სააკაშვილმა და “ნაცმოძრაობამ” რუსეთს ნამდვილად არ მიეცემოდა იმ სცენარის განხორციელების შესაძლებლობა რაც განახორციელა,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” აგვისტოს ომის თემაზე პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აგორებულ კამპანიაზე საუბრის დროს გააკეთა.
მისი თქმით, ზურაბიშვილის მიმართ აგორებულ კამპანიაში, “ნაციონალური მოძრაობის” რუსული ინტერესი იკვეთება.
აღნიშნულ მოსაზრებას კობახიძე იმით ხსნის, რომ “ნაცმოძრაობა” რუსი პიარტექნოლოგების მეშვეობით ცდილობდა მთელი ამ ორი თვის განმავლობაში იმის ჩვენებას, რომ თითქოს საქართველოში ორად არის გაყოფილი მოსაზრება ომის დაწყებასთან დაკავშირებით.
“რუსი პიარტექნოლოგები ყავთ ჩამოყვანილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს და ამითაც არის ნიშანდობლივი ეს კამპანია. იკეთება პირდაპირ რუსული ინტერესი. იკვეთება არა მარტო ის, რომ მათი მიზანია მაქსიმალური შედეგი დადონ ვაშაძის სასარგებლოდ ან “ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ, არამედ ამასთან ერთად, ისინი ურტყამენ ძალიან ფაქიზ თემებს ერთ-ერთია მათ შორის ომის თემა. რეალირად “ნაცმოძრაობამ” მთელი თავისი კამპანია ააგო იმაზე, რომ თითქოს საქართველოში ომის დაწყებასთან დაკავშირებით მოსაზრება ორად არის გაყოფილი. რეალურად ეს ასე არაა.
ნაცმოძრაობა” რუსი პიარტექნოლოგების მეშვეობით ცდილობდა მთელი ამ ორი თვის განმავლობაში იმის ჩვენებას, რომ თითქოს საქართველოში ორად არის გაყოფილი მოსაზრება ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ამ დროს ქართული საზოგადოება ამბობს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, ამაზე არის ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა რუსებმა და შკლიაროვმა და მათმა წარმომადგენლებმა აქ -“ნაცმოძრაობამ” ააგეს მთელი კამპანია ამაზე.