ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად სარდაფები და გზის მონაკვეთები დაიტბორა (ვიდეო)

ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფები და გზის მონაკვეთები დაიტბორა.
ამ დროის მონაცემებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 58 შეტყობინება შევიდა.
ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
გარდა ამისა, მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს ის მოქალაქეები, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე ავტომანქანით გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები