დიმიტრი ცქიტიშვილი: ​ევროკომისიის დამოკიდებულება პოზიტიურია და ეს ქართულ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე გამოჩნდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი საქართველოს მიმართ მუდმივად სუბიექტური კრიტიკით გამოირჩევა და ევროპარლამენტშიც ამ ამპლუაში იყო.
მისივე თქმით, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების რეალიზაციის თვალსაზრისით დადებითი შეფასებები აქვს.
„კონიუქტურა ძალიან კარგად ვიცი, რადგან ამ სტრუქტურასთან დაახლოებით 10-15 წელია მაქვს შეხება. სარიუშ-ვოლსკი საქართველოს მიმართ მუდმივად სუბიექტური კრიტიკით გამოირჩევა და ევროპარლამენტშიც ამ ამპლუაში იყო. ახალი არაფერია, ახლო პოლიტიკური მეგობრების განცხადებების გარდა. სხვა კრიტიკული შეფასებები არ გაგვიგია.
​ევროკომისიის დამოკიდებულება პოზიტიურია და ეს ქართულ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ეს რომ არ იყოს, ამ სიკეთეებზე საუბარი წარმოუდგენელი იქნებოდა“, – დასძინა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები