თამარ ხულორდავა: შესაძლებლობა გვაქვს, ევროკავშირის წარმომადგენლებს უმაღლეს დონეზე ვესაუბროთ
„შესაძლებლობა გვაქვს, ევროკავშირის წარმომადგენლებს უმაღლეს დონეზე ვესაუბროთ.
ევროკომისრები და საქართველოს მთავრობა პირდაპირ საუბრობენ იმაზე, შემდგომი ინიციატივები რა შეიძლება იყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაისვა კრიტიკული კითხვები და გაკეთდა პოზიტიური შეფასებები.
“მნიშვნელოვანი ინიციატივების დაყენების შესაძლებლობა იყო. რაც შეეხება ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას, შესაძლებლობა იყო, რომ საქართველოს წარედგინა ასოცირების შეთანხმების განხორციელების ის რეფორმები, ამბიციები და ეტაპები, რაც საქართველოს აქვს ევროკავშირის მიმართულებით. დავით ზალკალიანმა უამრავი ნაბიჯი და რეფორმა ძალიან კარგად წარმოაჩინა, რაც ამ მიმართულებით გადაიდგა. კრიტიკული კითხვები დაისვა და პოზიტიური შეფასებები გაკეთდა, რაც ევროპარლამენტისთვის ბუნებრივია, რადგან პოლიტიკური ორგანოა. სამმა ევროპარლამენტარმა ის საკითხი დააყენა, რომელიც მათი პარტიული პოლიტიკური ორგანიზაციისგან მიიღეს. ჩემთვის მთავარი იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა კითხვებს ღიად უპასუხა და სრულყოფილი პასუხები გასცა.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპის სახალხო პარტია“ ერთი პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენლები არიან, ამ პარტიას პარტიული, პოლიტიკური ინტერესი აქვს. უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეწყვეტაზე საუბარი არ არის, ეს სრული სპეკულაციაა, საფრთხე არც უვიზო მიმოსვლას და არც არაფერს არ ემუქრება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.