„5 წელი ელექტროენერგიის გარეშე გავატარე” – რას უხსენებენ ვანო მერაბიშვილის მშობლებს მეზობლები (ვიდეო)

ყოფილი პრემიერ და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მშობლების მეზობელი გიორგი ბერიძე „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ვანო მერაბიშვილის მშობლები, სერგო და ჟენია მერაბიშვილები მისი ოჯახის მიმართ მუდმივად ახორციელებდნენ ზეწოლას.
ბერიძის თქმით, მერაბიშვილის მშობლები მას პირადად დაემუქრნენ, რომ თუ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალას მისცემდნენ ხმას, სახლს აუფეთქებდნენ.
ბერიძე იხსენებს, რომ სერგო და ჟენია მერაბიშვილების უშუალო განკარგულებით, მისმა ოჯახმა 5 წელი ელექტროენერგიის გარეშე გაატარა.

“მამცირებდნენ“, ჩემზე ფსიქოლოგიორად ძალადობდნენ, მათი გადაწყვეტილებით, 5 წელი ელექტროენერგიის გარეშე გავატარე”, – განაცხადა ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები