გრიგოლ გიორგაძე: მაქსიმალურად ვცდილობთ, მომავალ წელს მეტმა დევნილმა მიიღოს საკუთარი სახლი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდში, ლაღიძის 40 ნომერში დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრის მოადგილემ დევნილთა პრობლემები პირადად მოისმინა და მათ პირობა მისცა, რომ სამინისტროს მომავალი წლის სამოქმედო გეგმა დევნილთა საჭიროებებზე იქნება მორგებული.
“მიუხედავად იმისა, რომ დევნილების მიმართ პოლიტიკა 2013 წელს შეიცვალა, გვაქვს მშენებლობები, გამოწვევად რჩება ავარიულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრება და ასეთი ობიექტები სამეგრელოში არაერთი გვაქვს. ჩვენ პერმანენტულად გვაქვს დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები და ვისმენთ მათ საჭიროებებს და ამ საჭიროებებიდან ხდება მომავალი 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება”, – განაცხადა გიორგაძემ “კვირასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები