ივანე გოლაშვილის ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს(ფოტოკოლაჟი)

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.
მუხათგვერდის სასაფალაოზე, სადაც სპეცრაზმელია დაკრძალული, ოჯახის წევრები და ახლობლები მივიდნენ.
ივანე გოლაშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ მუხათგვერდის სასაფლაოზე ასევე იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გასული წლის 22 ნოემბერს გვიან ღამიდან დაიწყო. სწორედ აღნიშნული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები