“ნაცმოძრაობის” ლიდერებს უნდა აეკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა”-“თავისუფალი საქართველოს” ხარაგაულის წარმომადგენლები (ვიდეო)
პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველოს” ხარაგაულის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
“ჩვენ მხარს ვუჭერდით კახა კუკავას, თუმცა რადგან დადგა ქვეყანაში საჭიროება კიდევ ერთი არჩევანი გავაკეთოთ, ჩვენ შევუერთდებით იმ მიზნებს რომ საქართველოში შეიცვალოს მდგომარეობა და მხარს დავუჭერთ სალომე ზურაბიშვილს. მე აქ, თქვენს წინაშე იმიტომ არ ვარ რომ რაიმე სარგებელი ან თანამდებობა მინდა, მე, ხუთი შვილის მამა აქ იმიტომ ვარ რომ მინდა ჩემმა შვილებმა ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრონ. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს უნდა აეკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება” აცხადებს პარტია “თავისუფალი საქართველოს”ხარაგაულის კომიტეტის ხელმძღვანელი გია ყრუაშვილი.
ხარაგაულში ცენტრში მდებარე კინოთეატრის შენობაში მიმდინარე შეხვედრას 200 მდე ადამიანი დაესწრო.