მარნეულის და ბოლნისის მოსახლეობა კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს – მაია ცქიტიშვილი მოსახლეობას ხვდება

ამ წუთებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხვდებიან და წყალმომარაგების დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას აცნობენ.
პროექტის მიხედვით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის სამობილიზაციო სამუშაოებს დეკემბერში დაიწყებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება წყალარინების ინფრასტრუქტურას, პროექტის დასრულების შემდეგ, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს 38 000-მდე მოსახლე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები