ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება
ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცი, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფატზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ახალგზარდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გუშინ დაჭრეს. დაშავებულს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია გვიან ღამით ჩაუტარდა.