ქუთაისში საქართველოს ფოსტის, განახლებული სერვისცენტრი გაიხსნა
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე საქართველოს ფოსტის, განახლებული სერვისცენტრი გაიხსნა, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს სხვადასხვა საფოსტო სერვისით.
სერვის ცენტრი ქალაქის მერმა, საქართველოს ფოსტის გენერელურ დირექტორთან ლევან ჩიკვაიძესთან ერთად გახსნა.
სერვისცენტრის განახლებაში, სადაც 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული, კომპანიამ 100 000-მდე ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და განახლდა ტექნიკური აღჭურვილობა.