ბახმარო-ჩოხატაურის გზის მონაკვეთზე, სტიქიის ზონაში, გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

ბახმარო-ჩოხატაურის გზის მონაკვეთზე, სადაც მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ორი სოფელი, ქვაბღა და ჩხაკაურა გარესამყაროს მოწყდა, გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
როგორც “კვირასთან” საუბარისას გურიის გუბერნატორმა, ზურა ნასარაიამ აღნიშნა, ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და გზის აღნიშნული მონაკვეთი ხვალიდან გაიხსნება.
“ამ დროისთვის ტექნიკა მობილიზებული გვყავს და წუთი-წუთზე ველოდებით. დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. ხვალიდან გზა გახსნილი იქნება. მოსახლეობას უკვე ექნება საშუალება დაუკავშირდეს ჩოხატაურის რაიონულ ცენტრს”, – განაცხადა გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად ორი სოფელი ქვაბღა და ჩხაკაურა გარესამყაროს მოწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები