თამარ ჩუგოშვილი: მომავალში მაინც, საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ ისე, რომ სტრესი არ მივაყენოთ ჩვენს მოქალაქეებს

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან, დროულად დასრულდეს აღნიშნული პროცესი, რადგან მარტივი ასატანი არ არის, რა ფორმებიც მიიღო ამ ყველაფერმა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა .
ვიცე-სპიკერი თვლის, რომ არჩევნების მეორე ტური სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან, დროულად დასრულდეს აღნიშნული პროცესი, რადგან მარტივი ასატანი არ არის, რა ფორმებიც მიიღო ამ ყველაფერმა. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, არ მგონია, რომ რამე განსაკუთრებულ პრობლემას შეიძლება ელოდეს ქვეყანა. ვფიქრობ, არჩევნები დასრულდება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით. ამის ყველანაირი მოლოდინი გვაქვს და არ მგონია, რაღაც განსაკუთრებული პრობლემა უნდა მივიღოთ ამ ყველაფრით“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, სასურველია, მომავალში საარჩევნო კამპანია წარიმართოს ისე, რომ სტრესი არ განიცადონ მოქალაქეებმა.
„სასურველია, მომავალში მაინც, ყველამ ერთად შევძლოთ, საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ ისე, რომ სტრესი არ მივაყენოთ ჩვენს მოქალაქეებს და არ ვაყურებინოთ ბინძური კამპანიები“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები