ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად ორი სოფელი გარესამყაროს მოწყდა (ფოტო)
გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად ორი სოფელი ქვაბღა და ჩხაკაურა გარესამყაროს მოწყდა.
როგორც “კვირასთან” საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, თითქმის ორი სათია მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ჩაკეტილია სამანქანო გზა და ვერ ახერხებენ გადაადგილებას.