წალენჯიხაში, სქურის ფერიცვალების სახელობის ეკლესიის გალავნის რესტავრაცია დასრულდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ სქურის ფერიცვალების სახელობის ეკლესიის გალავნის რესტავრაცია დასრულდა.
შესრულებული სამუშაოების შედეგად არქეოლოგების ზედამხედველობის ქვეშ გაიწმინდა ეკლესის სამხრეთ კედელთან არსებული მარნის ნანგრევები. ტაძრის ირგვლივ მოეწყო სარინელი კირდუღაბის ხსნარზე, დაიგო დახერხილი ფილები. აღდგა სამხრეთ და ჩრდილოეთ გალავნის კედელი და გაიწმინდა მასზე მიდგმული მარნის ნაგებობები. მოიხსნა აღმოსავლეთი, დასავლეთი გამოქარული, დაზიანებული წყობა და გადაეწყო კირის ხსნარზე. მოეწყო გალავანზე ახალი დასამატებელი კედელი. მოიხსნა საპირე წყობა და და გაეწყო კირხსნარზე.  ჩრდილოეთი გალავნის კედელზე მიდგმული კელიები გამაგრდა.

შემსრულებელი: სს სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები