კოპენჰაგენში ქართული ფილმის – „ნამეს“ წარმატებული ჩვენება გაიმართა

კოპენჰაგენში, კინოფესტივალ East by Southeast-ის ფარგლებში, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და Danish Film Institute -ის ერთობლივი ძალისხმევით, გაიმართა ქართული ფილმის „ნამეს“ ჩვენება.
ფილმის დაწყებამდე, შეკრებილ მაყურებელს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ, რომელმაც ისაუბრა ქართულ კულტურაში კინემატოგრაფიის როლზე. ასევე,  ხაზი გაუსვა „ნამეს“ შინაარსობრივ სიღრმესა და სანახაობრივ სილამაზეს.
ფილმის დასრულების შემდეგ, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მიღება. ქართულმა ფილმმა შეკრებილი მაყურებლისა და დანიელი კინომცოდნეების დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები