გია ვოლსკი​: არასამთავრობოების განცხადება ცალმხრივი და პოლიტიკურად ანგაჟირებულია

ვალების ჩამოწერის საკითხზე მუშაობა აპრილიდან დაიწყო და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს ამომრჩევლების მოსყიდვასთან დაკავშირებით უპასუხა.
“ყველამ იცის, რომ ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ აპრილიდან დაიწყო და საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა”, -ამბობს გია ვოლსკი.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები ცალმხრივი და პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
“მე მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ იმ ვაუჩერებზე, რომლებიც რიგდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ვინაიდან ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ და ცალმხრივია შეფასებები კონკრეტულ განცხადებებთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ ცალმხრივია და პოლიტიკურად ანგაჟირებული ზოგიერთი მათგანის მიდგომა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
პრემიერის ინიციატივით 600 000 მოქალაქეს, რომლებიც ე.წ “​შავ სიაში” იმყოფებიან, საბანკო ვალები გაუნულდებათ და კვლავ შეძლებენ საბანკო სერვისით სარგებლობას. აღნიშნული ინიციატივა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთა სესხის ძირიც არ აღემატება 2000 ლარს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ინიციატივა ამომრჩეველთა მოსყიდვად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები