შსს: ექსპერტიზის შედეგად სააკაშვილისა და ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2018 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს. ექსპერტიზის შედეგად მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა”, – განუცხადეს “კვირას” უწყებაში.
მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას საუბრის აუდიოჩანაწერი ერთ-ერთ უკრაინულ ვებ-გვერდზე რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ჩანაწერში, საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე.

ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://kvira.ge/427545

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები