„ყველა სტუმარს პატარა საქართველოს დავახვედრებ“…- მოსკოვი ქეთევან მელქაძის გამოფენას უმასპინძლებს
28 ნოემბერს, 7 საათზე, მოსკოვში, Галерея ARTSTORY-ში, ქართველი მოქანდაკის, ქეთევან მელქაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
„ეს დღე მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოსათვის. მე აქ ვერ მოვახერხებ ჩემი მოქალაქეობრივი ვალის მოხდას, მაგრამ გავაკეთებ იმას, რაც შემიძლია – ყველა სტუმარს პატარა საქართველოს დავახვედრებ, ჩვენებური სიყვარულით, ჩვენებური სითბოთი, ჩვენებური მასპინძლობით… ძალიან არ მიყვარს ლოზუნგები, მაგრამ, საქართველო უპირველეს ყოვლისა!“- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქეთევან მელქაძე.
გამოფენა 3 თებერვლამდე გასტანს.