სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის წინასასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა.

პროკურატურამ საქმეში მოწმეთა ჩვენებებისა და ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების დართვა მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორ არჩილ ბედუკაძის თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა  მტკიცებულება კანონის სრული დაცვით იყო მოპოვებული. შესაბამისად, მოსამართლემ  ნუსხის სრულად დაამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვა მოესწრო. დაცვის მხარის შუამდგომლობებს კი მოსამართლე მომდევნო პროცესზე, 22 ნოემბერს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები