სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ომალოდან ალვანში 21 მოსახლე და ძაღლი „ზარბაზანა“ გადაიყვანა (ფოტოკოლაჟი)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მოსახლეობის დასახმარებლად მორიგი რეისი შეასრულა და სოფელ ომალოდან სოფელ ალვანში 21 ადგილობრივი მოსახლე გადაიყვანა.

„სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში ადამიანის ერთგული მეგობრებისთვისაც ყოველთვის მოიძებნება ადგილი – დღევანდელი რეისით ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის, დავით აბულიძის ძაღლმა, „ზარბაზანამაც“ იმგზავრა“,- აცხადებენ სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები