რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე – რომელ ავტოტრანსპორტს ეკრძალება გადაადგილება(ფოტოკოლაჟი)

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ ეტაპზე ცალმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ „კვირას“ მცხეთა- მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ განუცხადა.
„მთელი დღის განმავლობაში ადგილზე ვიმყოფებოდი, გუდაური კობის მონაკვეთზე ეტაპობრივად მოხდა გზის გაწმენდითი სამუშაოები, გზა დაკეტილი იყო დიდთოვლობისა და ზვავის გამო, ამ ეტაპზე კი მსუბუქ ავტომანქანებს შეუძლიათ მოძრაობა, ხოლო სატვირთო მანქანებს თოვლისა და ლიპყინულის გამო ეზღუდებათ გადაადგილება“, – განაცხადა კერესელიძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის და მათთვის, ამ ეტაპზე, გადაადგილება აკრძალულია. უწყების ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები