“სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წლების განმავლობაში, ფულს სძალავდა”- გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ი., გამოძალვის და ყაჩაღობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, ჩადენილი დანაშაული დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ი. თბილისში, 1958 წელს დაბადებულ ტ.ლ.-ს, მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წლების განმავლობაში, ფულს სისტემატურად სძალავდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, დახლოებით, 180 000 ლარია.სამართალდამცველებმა ა.ი. იმ დროს დააკავეს, როდესაც მან ტ.ლ.-ს მისივე კუთვნილი ლომბარდიდან თანხის გამოტანა აიძულა და ფული გამოსძალა.
გამოკითხვისას, ტ.ლ.-მ პოლიციას ასევე განუცხადა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის ივნისში დააყაჩაღა.
გამოძიება გამოძალვის და ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს”, -აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები