პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ქართულ მედიცინაში ევროპული ლიცენზიის გამოცდა ჩატარდა

0

პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევროპის უროლოგიის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში ევროპული ლიცენზიის გამოცდა ჩატარდა უროლოგიაში. დღემდე, მედიცინის არც ერთ დარგში მსგავსი ტიპის ღონისძიება არ გატარებულა.
“ქართველი ექიმები ამ ლიცენზიის მოსაპოვებლად, ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ, შესაბამისად, გამოცდაც ინგლისურ ენაზე ბარდებოდა”, – ნათქვამია უროლოგთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამიერიდან, ქართველი ექიმები გამოცდას საქართველოში, მშობლიურ, ქართულ ენაზე ჩააბარებენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ექიმებისთვის გამოცდა საქართველოშიც ინგლისურად ჩატარდება. amasTan, ქართველი ექიმებისთვის აღნიშნული გამოცდა უფასოა. გამოცდის ევროპაში ჩაბარება საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საგამოცდო პროცესს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასოციაციის წარმომადგენელი 3 ქართველი ტრენერი უძღვება.
როგორც უროლოგთა ასოციაციაში აცხადებენ, ეს ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზე მუშაობაც ბოლო 3 წელია, ინტენსიურად მიმდინარეობს, მისიის მიზანი კი საქართველოში ევროპულად განათლებული ექიმია. ამ მოვლენით, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცისთვის გახდება სამედიცინო ტურიზმის ჰაბი, ისევე, როგორც მეზობელი ირანისთვის, რაც თავისთავად, სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი