ჭყვიშში გალაკტიონ ტაბიძის იუბილე აღინიშნება

17 ნოემბერს, ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის 127-ე საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ვანის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დაგეგმილია სტუმრების მიღება გალაკტიონის მემორიალურ სახლში, ასევე კონცერტი და ვანის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი.
ღონისძიებათა პროგრამა:
14 : 00 – გალაკტიონ ტაბიძის მონუმენტის გვირგვინით შემკობა;
14 : 15 – გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი, სოფელი ჭყვიში – საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, გალაკტიონის ქოხთან ვანის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი;
15 : 45 – სტუმრების მიღება გალაკტიონის მემორიალურ სახლში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები