დაბა კაზრეთში, „არემჯის“ მხარდაჭერით, საბავშვო თეატრმა „ივერიონმა“ წარმოდგენა გამართა

15 ნოემბერს, დაბა კაზრეთის კულტურის სახლს თბილისის თანამედროვე, დამოუკიდებელი თეატრი ,,ივერიონი“ ესტუმრა, რომელმაც სცენაზე საბავშვო სპექტაკლი წარმოადგინა.
აღნიშნულ სპექტაკლზე დასასწრები 300 ბილეთი, ,,არემჯიმ“ დაბაში მცოხვრებ ბავშვებს საჩუქრად გადასცა.
თეატრი „ივერიონი“ 2013 წელს დაარსდა და ის, ძირითადად, ახალგაზრდა მსახიობებით არის დაკომპლექტებული. თეატრალური დასი საქართველოს სხვადასხვა რაიონში ხშირად მოგზაურობს და ბავშვებს ცნობილი ზღაპრების მიხედვით დადგმული სპექტაკლებით ახარებს.
,,დღეს დაბა კაზრეთის კულტურის სახლმა ახალგაზრდულ თეატრ ,,ივერიონს“ უმასპინძლა. კომპანია „არემჯი“ მიესალმება ყოველგვარი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას რეგიონში. ხშირ შემთხვევაში ჩვენ თავად ვართ ამ ღონისძიებების სპონსორები და ორგანიზატორები. ამჯერად შევიძინეთ სპექტაკლის ყველა ბილეთი და ბავშვებს დავურიგეთ საჩუქრად. დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კეთილი ზღაპარი იქნება და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩება“, -აღნიშნა „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები