მირზაანში ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული – ფიროსმანობა გაიმართება
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში დიდი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული – ფიროსმანობა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კულტურული ღონისძიებები მირზაანში 12 საათიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ღონისძიების ფარგლებში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყობა მხატვრების ნამუშევრებისა და ხალხური რეწვის საუკეთესო ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
სტუმრებს კახური სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ.
ღონისძიება დასრულდება გალაკონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები და ესტრადის ვარსკვლავები.