გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება
16 ნოემბერს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურს (მინიატურის ჟანრში) – „ერთგულების“ წლევანდელი გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „ფონდი-კულტურათა დიალოგი”, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით, 2014 წლიდან ყოველწლიურად ატარებს გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურსს (მინიატურის ჟანრში) -” ერთგულება”.
კონკურსი ავლენს 9 საუკეთესო ნამუშევარს, აქედან 3 მთავარი პრიზიორია, ხოლო 6 მათგანს გადაეცემა დიპლომები. პრიზიორები დაჯილდოვდებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემიით.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.