„სუხიშვილები“ საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს

16 ნოემბერს, 20:00 საათზე, „სუხიშვილები“ და საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ ერთიანდება უპოვართა დასახმარებლად.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ერთად, ერთმანეთისთვის, სიკეთისთვის ტარდება საქველმოქმედო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მდებარე პატარა უფასო სასადილო უკვე 6 წელზე მეტია ყოველდღე ცხელი სადილით უმასპინძლდება 150-ზე მეტ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს. უპოვართა რიცხვი დღითიდღე იზრდება.
სახსრების სიმცირის გამო სასადილომ შეიძლება ვეღარ მოახერხოს კეთილი საქმის გაგრძელება… კონცერტზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება უპოვართა სასადილოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები