ცაგერში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

ცაგერში სალოტბარო სკოლა გაიხსნა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობაში ყველა მსურველს ქართული სიმღერის და გალობის სწავლა უფასოდ შეეძლება. სკოლას ამ ეტაპზე უკვე 25 მოსწავლე ჰყავს. გახსნის ცერემონიალზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

ცაგერი ერთადერთი მაღალმთიანი ქალაქია, რომელსაც საკუთარი კაპელა ჰყავს. სალოტბარო სკოლისთვის შენობა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გამოყო.

“ჩვენთვის, პრიორიტეტი იყო და არის სალოტბარო სკოლები, რომელთა გასახსნელად მზადება 2014 წელს დავიწყეთ, 2015 წლიდან კი, პირველი სალოტბარო სკოლა ხობში გაიხსნა, ამას მოჰყვა რამდენიმე სხვა რეგიონიც. 2018 წლის ბოლოსთვის კი 24 სალოტბარო სკოლა გვექნება“, – აღნიშნავს ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და აცხადებს რომ სტეფანწმინდაში, თიანეთსა და ვანში მსგავსი სკოლების გახსნის შესახებ მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

ამჟამად, მთელ საქართველოში, 21 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას 800-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები