გალაკტიონის დაბადების დღეს ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

 17 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი  N116 აუდიტორიაში ატარებს გალაკტიონის საღამოს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლევან ბერძენიშვილი ისაუბრებს გალაკტიონზე და მის შემოქმედებაზე.
გალაკტიონის დაბადების დღეს გამართული საჯარო ლექციის შემდეგ ლიტერატურული კლუბი გამოავლენს სამ საუკეთესო ნაშრომს, თემაზე: „ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ…” რომელსაც დაწერენ სტუდენტები, გაიცემა სერტიფიკატები და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები. შემდგომ გაიმართება პოეზიის საღამო, სადაც, როგორც კლუბის წევრებს, ასევე დამსწრე საზოგადოებასაც შესაძებლობა ექნებათ, წაიკითხონ როგორც გალაკტიონის, ასევე საკუთარი ლექსები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა გააგზავნონ  შემდეგ მისამართზე: ugliteraryclub@gmail.com  15 ნოემბრის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები