„მეფე ერეკლე: ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ – ფოტოგამოფენა გაიხსნება
15 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ფოტოგამოფენა: „მეფე ერეკლე – ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, წაროდგენილი იქნება ერეკლე II-ის მიერ გაცემული სიგელების და მისი პერიოდის ისტორიული საბუთების ორიგინალების ექსპონირება.
ლექციას და აქტივობას „იცი თუ არა, რომ?..“ გაუძღვება ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერი თანამშრომელი, ერეკლე II-ის პერიოდის საბუთების მკვლევარი, პროფესორი აპოლონ თაბუაშვილი.