ზუგდიდში ახალაია, კოდუა და სხვების გამოსახულებით პლაკატები გამოჩნდა, წარწერით – “ნუ დააბრუნებ მწამებლებს”

ზუგდიდის ქუჩებში პლაკატები გამოჩნდა, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მაღალი რანგის ყოფილი ჩინოვნიკები არიან აღბეჭდილნი წარწერით -“ნუ დააბრუნებ მწამებლებს”, “ვა ღოლა” (არ ქნა).
ფოტოზე გამოსახულია როლანდ ახალაია, რომელსაც უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, კოხტა კოდუა, რომელიც შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე იყო. ის ე.წ. კასრების საქმეშია ბრალდებული.
მესამე ადამიანი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული მეგის ქარდავაა – მრავალ საქმეში ბრალდებული, მათ შორის ე.წ ციხის ბუნტის საქმეში.
მეოთხე – თემურ უბირია ე.წ. კსტილებიანი მამაკაცი, რომელიც კასრების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია. მას გამოძიება წამებასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები