მწერალთა სახლში ბოკო ჭიღლაძის წიგნის, „სურვილის სიმძიმის“ წარდგენა გაიმართება

21 ნოემბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლი ბოკო ჭიღლაძის  წიგნის, „სურვილის სიმძიმის“ წარდგენას  უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნის შესახებ მისი ავტორი, ბოკო ჭიღლაძე და გამომცემელი, მამუკა ხანთაძე ისაუბრებენ.
ბოკო ჭიღლაძე დაიბადა ჭიათურაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. წერს 14 წლიდან. 2015 წელს კონკურსს „Homo Scribens“-ის ლაურეატობის შემდგომ დაიბეჭდა მოთხრობების კრებული „გაფიქრება“. წიგნი ითარგმნა რუსულ ენაზე.
წინასიტყვაობაში აღნიშნულია: ,,ბოკო ჭიღლაძე 17 წლის დამწყები მწერალია, რომლის მოთხრობები ასაკისათვის შეუფერებლად ნაადრევი სიმწიფითა და სიღრმით გაგაკვირვებთ. ადამიანის გონების უკიდეგანო სივრცეში ავტორთან ერთად მოგზაურობა დიდი სიამოვნების მომტანი იქნება მკითხველისათვის. და დამაფიქრებელი, რაც ასე იშვიათია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ბოკო ჭიღლაძე – დაიმახსოვრეთ ეს სახელი.“
2018 წლის ოქტომბერში „გამომცემლობა აზრმა“ ბოკო ჭიღლაძის მეორე რომანი – „სურვილის სიმძიმე“ დასტამბა.
მისამართი: მაჩაბლის #13.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები