„ქართული ანბანი – 33 ემოცია“: წიგნის წარდგენა გაიმართება
15 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში წიგნის, „ქართული ანბანი – 33 ემოცია“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა ანცობეს, ანთოლოგიის შესაქმნელად თითოეულმა ავტორმა წიგნისთვის ემოცია ქართული ანბანის კონკრეტულ ასო-ნიშანს შეუსაბამა. კრებული მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებითაა გაფორმებული.
ღონისძიების ფარგლებში ავტორები თავად წაიკითხავენ ქართულ ანბანთან დაკავშირებულ ტექსტებს და გააცოცხლებენ საკუთარ ემოციებს.
პრეზენტაციის ფარგლებში მოსულ ნებისმიერ მკითხველს, წიგნის შეძენა -25% ფასდაკლებით შეეძლება.
წიგნის ავტორები არიან: დათო ტურაშვილი, ლია სტურუა, ლაშა ბუღაძე, დიანა ანფიმიადი, გურამ დოჩანაშვილი, ქეთი ნიჟარაძე, ხათუნა თავდგირიძე, გიორგი კეკელიძე, ლია ლიქოკელი, გურამ ოდიშარია, მაია სარიშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, ნინო ხარატიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ოთარ ჯირკვალიშვილი, როსტომ ჩხეიძე, რატი ამაღლობელი, ტარიელ ჭანტურია, ბექა ქურხული, ეთერ თათარაიძე, პაატა შამუგია, სალომე ბენიძე, არჩილ ქიქოძე, ეკატერინე ტოგონიძე, მიხეილ ანთაძე, კოტე ჯანდიერი, ნოდარ მამაცაშვილი, გიორგი არაბული, გაგა ნახუცრიშვილი, აკა მორჩილაძე, თეონა დოლენჯაშ-ვილი, ბესიკ ხარანაული.