გიორგი ხულორდავას სადებიუტო წიგნის წარდგენა გაიმართება

14 ნოემბერს, 19:00 საათზე, „შაქრო ბაბუაში“ გიორგი ხულორდავას სადებიუტო წიგნის წარდგენა გაიმართება.

რაულ ჩილაჩავა: „გიორგი თითქოს მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურული სალონიდან გადმოსული პერსონაჟია რაფინირებული ენითა და მანერებით და ამიტომაც არცთუ იშვიათად თავს უხერხულად გრძნობს იაფფასიანი ნიღბების უხეშ კარნავალზე, რამაც ჩვენში ლამისაა ჩაანაცვლოს სერიოზული ლიტერატურული პროცესი და თვალებში ნაცარი შეაყაროს მავანთა ეპატაჟებით ისედაც დაელამებულ მკითხველს.
ახალგაზრდა შემოქმედი ელვის სისწრაფით გადის პროფესიული შეგირდობის ჩვეულებრივ მტკივნეულ პერიოდს და ხდება ოსტატი, რომელიც მალე ხელოვნებაში საკუთარი მონეტასაც მოჭრის. მას უკვე იცნობს არა მარტო თანატოლ კალმოსანთა აქტიური წრე, არამედ სრულიად საქართველოს მკითხველი საზოგადოება, რომელიც მასში ჩვენი კულტურის საიმედო მომავალს ხედავს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები