თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში „რადიო უნივერსის“ პრემიერა გაიმართება

 16, 17 და 18 ნოემბერს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის – „რადიო უნივერსის“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრისა და მარბურგის თეატრის ერთობლივი ნამუშევრის გერმანული პრემიერა 10 ოქტომბერს, მარბურგის თეატრში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში შედგა.
პიესის ავტორი და რეჟისორი ცნობილი გერმანელი მწერალი, წარმოშობით ქართველი ხელოვანი ნინო ხარატიშვილია.
ავტორი და რეჟისორი – ნინო ხარატიშვილი;
თარგმანი – ნინო ბურდული;
სცენოგრაფია – იულია ბიურლე-ნოვიკოვა;
მუსიკა – გიორგი ხოსიტაშვილი;
რეჟისორის ასისტენტი – თვილა ცუშნაიდი .
მონაწილეობენ – ნინო ბურდული, დანიელ ზემპფი, ლიზა გროშე, ერეკლე გეწაძე, ნათია ფარჯანაძე, ვალენტინა შულერი.
„რადიო უნივერსს“ საფუძვლად დაედო 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები. სპექტაკლი  ექვსი მარტოხელა პერსონაჟის ბედზეა – სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ისტორიით. მათ ყველას კი რადიოწამყვანი ჯო აერთიანებს, რომლის გადაცემა და იქ გაჟღერებული მუსიკა დროისა და სივრცის საზღვრებს კვეთს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები