ჰააგის ქუჩებში მარიამ ხაჭვანის ფილმის – „დედეს“ სურათები გამოიფინა

ჰოლანდიაში მარიამ ხაჭვანის ფილმის „დედეს“ სურათებით დამშვენებულია ჰააგის ქუჩები და ფესტივალი.
ჰააგაში „დედეს“ პრემიერის ანშლაგით ჩავლის შემდეგ, ფილმს მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ნახავენ.
„დედე“ 12 ნოემბერს  ჩიგაკოში აჩვენეს. ფილმს 14 ნოემბერს ვაშინგტონში, 16 ნოემბერს კი, კალიფორნიასა და ლუბლიანაშიც წარადგენენ.
მარიამ ხაჭვანის  სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედე“ ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ფილმმა მსოფლიო პრემიერაზე კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.
„დედეს“ იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების ჯილდო აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების კინოდაჯილდოებაზე გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები