„ეს საუკუნე მეფისტოფელი“: გალაკტიონის დაბადების 127-ე წლის აღსანიშნავად ლექცია გაიმართება
17 ნოემბერს, 18 საათზე, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში საჯარო ლექცია: „ეს საუკუნე მეფისტოფელი“: მოდერნისტული მგრძნობელობა გალაკტიონ ტაბიძის „არტისტულ ყვავილებში“ – გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, ლექცია გალაკტიონის დაბადების 127-ე წლის აღსანიშნავად ტარდება. საღამოს უმასპინძლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გერმანისტი კონსტანტინე ბრეგაძე.
გალაკტიონ ტაბიძის (1891-1959) ,,არტისტული ყვავილები“ (1919), ნოვატორული მიგნებების მთელი რკალია, სადაც პიროვნულობისა და თავისთავადობის განცდა, არა მხოლოდ ავტორისეული საწყისიდან გამომდინარეობს, არამედ უბრალოდ ყველა დროისა და ეპოქის აქტუალურ, დეპრესიულ და, ამავე დროს, მოაზროვნე განწყობას სთავაზობს დღევანდელ მკითხველს.
მისამართი: თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N 4, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი.