მე-20 საუკუნის ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნება
16 ნოემბერს, 19:00 საათზე, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯში“ მე-20 საუკუნის ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 23 მხატვრის 47 ნამუშევარი გივი ფარასტაშვილის კოლექციიდან.
მისამართი: დიღომი, ნინო ჯავახიშვილის ქ. 7.