პოლონური კინოს ფესტივალი ქართული ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლონური კინოს ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც ქართული ფილმების რეტროსპექტივაა წარმოდგენილი.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, წელს ფესტივალი ქართული კინოს 110 წლის იუბილეს 9 ქართული ფილმის ჩვენებით აღნიშნავს, რომელთა ჩვენებაც 9 – 12 ნოემბერს 2 ლოკაციაზე გაიმართება (Facets Cinematheque (1517 W. Fullerton Ave.) და Gallery Theatre (1112 N. Milwaukee Ave).
პროგრამის ფარგლებში აჩვენებენ შემდეგ ქართულ ფილმებს:

მარიამ ხაჭვანი –  „დედე“;
რუსუდან გლურჯიძე – „სხვისი სახლი“;
გიორგი შენგელაია – „ალავერდობა“;
მიხეილ კობახიძე – „ქორწილი“, „ქოლგა” და „მუსიკოსები“;
ანა ურუშაძე – „საშიში დედა“;
ლევან კოღუაშვილი – „შემთხვევითი პაემნები“;
გიო მგელაძე – „არა, მეგობარო“.
ქართული ფილმების რეტროსპექტივა ფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ არის წარმოდგენილი.
პოლონური კინოს ფესტივალი 18 ნოემბერს დაიხურება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები