ფოლკლორის ცენტრში მალხაზ სულაბერიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
12 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, პროფესიონალი მხატვრის, მალხაზ სულაბერიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 70-მდე ფერწერული ტილო გამოიფინება.
მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 24-ე საშუალო სკოლაში, სტუდენტობის წლებში, იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში სწავლისას მოეწყო.
დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში მასობრივ-სანახაობათა მხატვრული გაფორმების ფაკულტეტი და მიენიჭა მხატვრის, მოდელიორ-დეკორატორის კვალიფიკაცია.
ინსტიტუტში აქტიურად ეწეოდა შემოქმედებით საქმინობას: მხატვრულად აფორმებდა სპექტაკლებსა და კონცერტებს, მონაწილეობდა სტუდენტურ გამოფენებში. მომდევნო პერსონალური გამოფენები გაიმართა: კლუბ ,,ათინათში”, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმსა და ეროვნული მუსიკალური ცენტრის საგამოფენო დარბაზში (2007 წელს).
დაასურათხატა წიგნები – ,,დიდი ქართველი მეფეები” და მირიან ხუციშვილის ლექსების კრებული.
გამოფენა 16 ნოემბერს დაიხურება.