მარნეულის კულტურის სახლის სცენაზე სპექტაკლი „ალი და ნინო“ დაიდგა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კულტურის სახლის სცენაზე, ყურბან საიდის რომანის მიხედვით შექმნილი ინსცენირება, რეჟისორ გოჩა კაპანაძის ხელმძღვანელობით, ცხინვალის ივანე მაჩაბელის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს.
წარმოდგენას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი მოადგილეებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე მოადგილესთან, საკრებულოს თავმჯომარე ამირან გიორგაძესთან და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტის, „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში გაიმართა.
სპექტაკლი საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები