ზურაბ კიკნაძის წიგნების წარდგენა გაიმართება

15 ნოემბერს, 17 საათზე, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიურ სახლში” გაიმართება ორიენტალისტ-ასირიოლოგის, ბიბლეისტის, ფოლკლორისტისა და ლიტერატორის, ზურაბ კიკნაძის წიგნების წარდგენა და განხილვა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს წიგნებია: ,,ძველი აღთქმის წუთისოფელი”, „შობიდან შობამდე”, „ერი და ქრისტიანობა” და ნიკოლაი ბერდიაევის წიგნის „ერი და კაცობრიობა” (თარგმანი ზურაბ კიკნაძისა).
წიგნების შეძენა შესაძლებელი იქნება პრეზენტაციის დროს.
დასწრება თავისუფალია!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები