აწყურთან ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თბილისი-ახალციხის გზაზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები